ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოცხადდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით კიბერთავდასხმა კრემლის მხარდამჭერმა ჰაკერებმა განახორციელეს.
