საქართველო - ITB Berlin 2023 -ის მასპინძელი
ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა და სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin - ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია
