წყალმომარაგების შეზღუდვა
ხვალ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბახტრიონის სატუმბო სადგურზე სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღის 12:00 საათიდან, 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ონიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში - გოგებაშვილის, ინგოროყვას, ნიკოლაძის, მელიქიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანასა და მიმდებარე ქუჩას.
