საფრანგეთი 4:1 ავსტრალია
მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. დე ჯგუფის პირველ ტურში ფრანგებმა ავსტრალიელები 4-1 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა ოლივიე ჟირუმ, რომელსაც ნაკრებში 51 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა. თითო ბურთი კი ადრიან რაბიომ და კილიან მბაპემ გაიტანეს. დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება.
