საქართველო - აშშ
ნიუ-იორკში, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა , დავით ზალკალიანმა, მან ხაზი გაუსვა ქართველი ხელოვანების როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. ღონისძიებაზე მოისმინეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ვიდეო მიმართვა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას კულტურის სფეროში კავშირების გაღრმავების მხრივ. გაიმართა გალა-კონცერტი ქართველი და ამერიკელი საოპერო მომღერლების მონაწილეობით, ასევე ღვინის პრეზენტაცია ქართული ხალხური მუსიკის თანხლებით და ქართველი მხატვრის, ეთერ ჭკადუას ნამუშევრების გამოფენა.
