ანტირუსული აქცია სომხეთში
„რუსეთი მტერია!“ - ამ ლოზუნგით ერევანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. რადიო „თავისუფლების“ სომხური ბიუროს ცნობით, აქციის ორგანიზატორი, პარტია „ნაციონალ-დემოკრატიული პოლუსი“ იყო. აქტივისტების მტკიცებით, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, სომხეთის დასახმარებლად არაფერი გააკეთეს. ოპოზიციური პარტიის წევრები აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ.
