ქართული საკვირაო სკოლები უცხოეთში
უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად უმასპინძლა. კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო უცხოეთში ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ქართულ საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით და როგორც დაგეგმილ, ისე მიმდინარე პროექტებს. ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე.
