ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას . ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს, ოლივერ ვარჰეიმ იმედი გამოთქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები კანდიდატის სტატუსს საქართველოსაც მიანიჭებენ. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა დაფუძნებული და დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც პარტნიორები მიაღწევენ. ეს განაცხდაება ვარჰეიმ ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს. ამავე სხდომაზე ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ არ უნდა ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ.
