მოკლული მოზარდის საქმე
ზუგდიდში, 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ერეკლე ცანავას ,აღკვეთის სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა. თავად ერეკლე ცანავა 20 ნოემბერს მომხდარ სისხლიან დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს, ერთადერთი აღიარებს რომ თანატოლს სწორედ მან მიაყენა გულ-მკერდის არეში, ბლაგვი საგნით 2 ჭრილობა.
