კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა, ივანე გოლოშვილის საფლავზე შს მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდა. სპეცსამსახურის წარმომადგენელი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაიღუპა.
