სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლისაა
თავდაცვა - ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება. სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლისაა. საზეიმო ცერემონია მუხროვანში, საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე გაიმართა. დღესვე საფუძველი ჩაეყარა ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას. ჯამში 24 ახალი თანამედროვე ნაგებობა აშენდება. პროექტისთვის 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობის დასრულება ორ წელიწადში იგეგმება. ცერემონიას საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვითაც მიმართა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
