ბრალდებული პოლიციელი პოზიციას ცვლის - ერიკ წურწუმია ბრალის არც ერთ ნაწილს აღარ აღიარებს
ბრალდებული პოლიციელი პოზიციას ცვლის - ერიკ წურწუმია ბრალის არც ერთ ნაწილს აღარ აღიარებს. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ დაკავებული პოლიციელი კანონს არ გასცდენია. დასკვნითი სხდომა 26 ნოემბერს გაიმართება არ არის გამორიცხული მოსამართლემ გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს. შეგახსენებთ, საუბარია წყნეთში მომხდარ ფაქტზე,როცა პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ 30 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.
