სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღე
პრემიერ მინისტრი, სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. საფუძველი ჩაეყარა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას. შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. პრემიერს განცხადებით, მუხროვანის ბაზაზე, აშენდება თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შესაბამისი იქნება ნატოს სტანდარტებთან.
