კრამერი საქართველოს წინააღმდეგ
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართულ ოცნების" წევრებისთვის სანქციების დაწესებას თხოვს. დევიდ კრამერი ამბობს, რომ სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მმართველი გუნდის შეფასებით, კრამერის განცხადება იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. კრამერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში.
