შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 20 წლისაა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 20 წლისაა. გაიმართა კონფერენცია. წარმოადგინეს ცენტრის ახალი პროექტი - შეფასება განვითარებისათვის. პროექტით, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევები, სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში შეფასდება.
