საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში, ლეონიძის 3 ნომერში მოქალაქეთა მისაღები და საკონსულო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა. მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სივრცეში დაინტერესებული პირები მაღალი ხარისხის, კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებენ.
