მოლდოვა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა
ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას მკაცრი ზამთრისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს. განცხადება მაია სანდუმ პარიზში, მოლდოვის დონორთა კონფერენციაზე გააკეთა. საფრანგეთი მოლდოვას, დახმარების სახით, დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. თანხის ნაწილი მოლდოვაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაიხარჯება.
