ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
ფორუმზე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს 2022 წლის გლობალური წყალბადის ანგარიში წარმოადგინეს. ღონისძიებაზე მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივები განიხილეს. ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებიც.
