დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჯერ სხვადასხვა ვებ-გვერდზე განცხადებებს აქვეყნდება, შემდეგ კი დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც თითქოს უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. წინასწარი მონაცემებით, მოტყუებით მითვისებული თანხა ჯამში ნახევარ მილიონ დოლარს აღემატება. ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა ერთ-ერთი პირისთვის, 30 ათასი დოლარის თაღლითურად გამორთმევას ცდილობდა.
