სახალხო დამცველის კანდიდატებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გრძელდება
კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება. დეპუტატებმა არჩევანი 15 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ოპოზიციის ნაწილი ისევ ულტიმატუმს აყენებს და მხოლოდ მესამე სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს მხარს.
