დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება
კომისიამ უკრაინული კანონი უნდა შეაფასოს. პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული პროექტი სწორედ უკრაინული მოდელის იდენტურია. "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ დასკვნა, პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე მზად იქნება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მიღებამდე ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს.
