მკვლელობა ზუგდიდში
მოზარდების საფეხბურთო მატჩი ეზოში , ტრაგედიით დასრულდა. მოკლულია 15 წლის არასრულწლოვანი. მიზეზი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობაა. ექიმებმა მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ცნობილია, რომ ინციდენტში რამდენიმე ათეული მოზარდი მონაწილეობდა. ბრალდებული დაკავებულია.
