ექიმებისა და ექთნების ხელფასი იზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება იზრდება. სიახლე, რომელიც 2023- წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში, იმ კლინიკების მედპერსონალს ეხება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. გადაწყვეტილება დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
