უშანსოდ დარჩენილი ომბუდსმენობის 4 კანდიდატი
ვინ გახდება საქართველოს ომბუდსმენი. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ შერჩეული კანდიდატი ყველას უნდა იცავდეს და არა მხოლოდ ოპოზიციას. მმართველი გუნდი პროცესში ჩაერთო, საკუტარი კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ოპონენტებთან კონსულტაციებს მართავს. დიალოგი ერთი მხრიდან კვლავ ულტიმატუმების ფონზე მიმდინარეობს. 19 მსურველიდან, დარჩენილია 15. საკომიტეტო განხილვები დასრულებულია. ნაზი ჯანეზაშვილს და იმ სამეულს, რომელიც ბრძოლას თავად გამოეთიშა- შანსი აღარც პლენარულ სესიაზე აქვთ.
