NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია
ნატო რუსეთის აგრესიისაგან საქართველოს დაცვის აუცილებლობას ადასტურებს. ეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა. მკაფიო გზავნილის გარდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კიდევ ორ ახალ ანგარიშშია მხარდაჭერილი. ოპოზიციამ აქაც ამაოდ სცადა ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება. უკრაინის რეალობა და ახალი გამოწვევები, საპარლამენტო ასამბლეის 68-ე პლენალური სხდომის მთავარი თემაა. ნატო რუსეთს ისევ საფრთხედ და არსებული რეჟიმის პირობებში, ტერორისტულ სახელმწიფოდ განიხილავს. ალიანსის შეკრებას მადრიდი მასპინძლობს, ესპანეთშია საქართველოს საპრლამენტო დელეგაციაც- სოფო ბერიძე გაგვაცნობს მათ შეფასებებს.
