სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - შეფასებები
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, თავად ექსპრეზიდენტმა უარყო. მსჯავრდებულის ამ განცხადების შემდეგ, პოზიცია შეცვალა მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც ორი დღის წინ საპირისპიროს ამტკიცებდა და უცხოელი ექპსერტების დასკვნის საფუძველზე აცხადებდა, რომ სააკაშვილი მოწამლულია. სულ ცოტა ხნის წინ, კლინიკა "ვივამედთან" კომენტარი გააკეთა შალვა ხაჭაპურიძემ, სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, რომელსაც შეკითხვები ჰქოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად იყო თუ არა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული განცხადების ავტორი, ყოფილი პრეზიდენტი
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
