კახა კალაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტს ცილისწამებისთვის უჩივის
კახა კალაძე მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. საქმის განხილვა დასრულებულია. მოსამართლეე ზაალ მარუაშვილი სათათბიროდ არის გასული და გადაწყვეტილებას ოცდაათ ნოემბერს გამოაცხადებს. მოსარჩელე მხარეს მოლოდინი აქვს რომ სასმაართლო გაითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებას კახა კალაძის სასარგებლოდ მიიღებს. ადვოკატის აზრით ჟურნალისტი მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, მიზანმიმართულად ცდილობდა საჯარო მოხელის დისკრედიტაციას. მოპასუხე მხარის განმარტებით კი , საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება რაც ამტკიცებს, რომ მაია მამულაშვილმა შეგნებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია.
