რეგიონების დაფინანსება იზრდება
მთავრობის წევრებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. მის საფუძველზე, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტში შესული თანხები, მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან. ასევე, კანონპროექტით გადაიხედება შემოსავლების პროცენტული განაწილება ქონებასთან მიმართებაში, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი ქონებიდან, რომელიც მათ ტერიტორიაზე ირიცხება.
