"ტესლას" ელექტრომობილების უსაფრთხოებას სამხრეთ კორეაში სასამართლო დაადგენს
ავტოპილოტის რეჟიმის მქონე "ტესლას" ელექტრომობილების უსაფრთხოებას სამხრეთ კორეაში სასამართლო დაადგენს. საქმე ეხება 2020 წელს მომხდარ ავარიას, როდესაც ცნობილი იურისტი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მეგობარი დაიღუპა. ავტომობილი სეულის ცენტრში პარკირებისას კედელს შეეჯახა. პროკურატურამ მძღოლს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა, მძღოლმა კი მომხდარში, "ტესლას" ავტომობილი დაადანაშაულა და თქვა, რომ მანქანა თავისთავდ გახდა უკონტროლო და ამის გამო ვერ დაამუხრუჭა. მსგავსი შემთხვევების გამო, "ტესლას" სამხრეთ კორეის გარდა, სხვა ქვეყნებშიც არაერთი მძოლი უჩივის.
