ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად, ქართველმა მთამსვლელებმა უმაღლესი სპორტული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ მოიპოვეს
დაჯილდოება საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონში გაიმართა. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარის, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია, წარმატებით დასაძლევად უნიკალური მარშრუტი გამოიყენეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულად შეფასდა.
