პოლიციამ თაღლითობისთვის 4 ადამიანი დააკავა
შსს -ს ინფორმაციით ბრალდებულები ფეისბუქში , მათ მიერ სექმნილი ჯგუფების დახმარებით მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკაში არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ . გამოძიების ცნობით დაინტერესებული პირები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე წინასწარი მომსახურების თანხას რიცხავდნენ, რასაც ბრალდებულები თაღლითურად ეუფლებოდნენ .
