ომბუდსმენობის კანდიდატურაზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, რომ თანამშრომლობა მოუწევს ეს პოლიტიკურმა ძალებმა კარგად იციან , თუმცა ოპოზიციის წინაპირობა აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეიძლება შედგეს შეთანხმება. ოპოზიცია მხარს უჭერს , მხოლოდ მესამე სექტორის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს . ასეთ პირობებში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კენჭს უყრის დასკვნას, რომელიც მომავალი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს შეეხება. პროცედურის მიხედვით, საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომდევნო კვირაში გავა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
