პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიება
გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს დადგენილი, საიდან გაისროლეს რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ტრაგიკული ინციდენტის გამოძიებაში პოლონელ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, უკრაინელი სპეციალისტებიც არიან ჩართულნი. მანამდე პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც პოლონეთის სოფელ პშევოდუვში 2 ადამიანი იმსხვერპლა, დიდი ალბათობით, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტების მოსაგერიებლად იყო გაშვებული.
