რუსული ნავთობი დიდ ბრიტანეთში
2022 წლის მარტიდან დიდ ბრიტანეთში 778 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების რუსული ნავთობი შევიდა. ამის შესახებ გამოცემა „სანდეი ტაიმსი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ 200 მილიონის ღირებულების რუსული ნავთობი რუსეთიდან იმპორტირებულად არ იყო აღრიცხული. ამავე მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იმინგემის პორტში 23 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების რუსული ნავთობია შესული, რომელიც გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იმპორტირებულად არის რეგისტრირებული.
