ვითარება უკრაინაში
მძიმე ბრძოლებია დონბასში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტთა 7 შეტევის მოგერიება შეძლეს. პარალელურად, საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა სხვადასხვა ლოკაციაზე 400-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.