დეოლიგარქიზაცია - "ნაცმოძრაობის" ალტერნატიული კანონპროექტი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომლის ინიცირებაც, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ პირობას და ზეგავლენას ახდენს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს ოლიგარქთა რეესტრის არსებობას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.
