უელსი VS საქართველო - 12:13
და ბოლოს, ქართული რაგბის წარმატების შესახებ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდა და წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, გამარჯვება იზეიმა. "ბორჯღალოსნებმა" უელსი სტუმრად კარდიფში, მინიმალური სხვაობით 13:12 დაამარცხეს და წელს უკვე მეორედ, ექვსი ერის წარმომადგენელ გუნდს აჯობეს. დღეს ქართველებმა ერთი ლელო დადეს, ბორჯღალოსნების შემადგენლობაში თავი ანდრო თოდუამ გამოიჩინა. ეს იყო ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი.
