ცხოვრება გისოსებს მიღმა
როგორც ადამიანისთვის თავისუფლება არის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი რამ, სწორედ ასე, დედა-შვილობა არის ყველაზე ძვირფასი გრძნობა გრძნობათა შორის, მაგრამ ის კიდევ უფრო განსაკუთრებული და სათუთი ხდება, როცა დაკარგული თავისუფლების დასაბრუნებლად დროის დაძლევაში გეხმარება. ასეთი სივრცე, სადაც დრო თავისუფლების დასაბრუნებლად ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ბარიერია, ციხეა. დღეს იმ ისტორიებზე გიამბობთ, რომლებიც გისოსებს მიღმა დაწყებულ ახალ სიცოცხლეს ეხება. პატარა მოქალაქეები, რომლებიც გაჩნდნენ ან უნდა გაჩდნენ იქ, სადაც ცხოვრება სულ სხვანაირად მიდის, მაგრამ ეს მათი არჩევანი არ არის, ამიტომ გარემოც მათთვის შეძლებისდაგვარად ისეთი უნდა იყოს, რომ სისტემის დატოვების შემდეგ სრულფასოვან ცხოვრებასთან ადაპტირება რთული და მტკივნეული არ აღმოჩნდეს. ამაზე რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებამ უნდა იზრუნოს. მანანა გაბელია სტუმრობდა პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც სწორედ ასეთი ისტორია მოისმინა, პატარა დემეტრე გაიცნო და მისთვის საგანგებოდ შექმნილი სივრცეც დაათვალიერა.

სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები