დღეს სულხან მოლაშვილი 53 წლის გახდებოდა
წარსული რეზონანსული საქმეები აქტუალობას წლების შემდეგაც არ კარგავს. სულხან მოლაშვილის საქმის მაგალითზე ეს კარგად ჩანს. ამას ერთვის ისიც, რომ მსგავს საქმეებზე ყოფილი ჩინოვნიკების დღევანდელი გამოხმაურებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი მხრიდან წარსული შეცდომების გაუაზრებლობას. ასე მოხდა პროკურორ ვალერი გრიგალაშვილის შემთხვევაში. მისი გვარი სულხან მოლაშვილმა თავადაც ახსენა. დღეს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარესა და წინა ხელისუფლების პირობებში წამების მსხვერპლს, რაც სტტრასბურგის სასამარტლოს მიერაცაა აღიარებული, სულხან მოლაშვილს 53 წელი შეუსრულდებოდა.