დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის
ნაციონალური მოძრაობის შიდა სამუშაო ჯგუფი ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის მუშაობს. ლევან ხაბეიშვილმა რომ საკუთარი კანდიდატურა წარდგინა, ეს უკვე ვიცით. თავად მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას კი მიაჩნია, რომ ყველაფერს საარჩევნო კამპანია გადაწყვეტს, რომელიც მას ჯერ არც კი დაუწყია. ნაციონალურ მოძრაობაში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მიმდინარე მოვლენები, პარტიის დემოკრატიული განვითარებისკენაა მიმართული. ხელისუფლებაში კი ირწმუნებიან, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ბრძოლა შიდა გავლენების მოსაპოვებლად მიმდინარეობს.
