პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე
მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე სამსჯელოდ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება. შეხვედრის ადგილი მადრიდია. ესპენეთში შეკრებილი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ევროპის კონტინენტი უსაფრთხოდ იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ეს უსაფრთხოება გავრცელდება ყველა კუთხეზე, გამონაკლისების გარეშე. მიმდინარე ომმა და რუსეთის აგრესიამ კიდევ ერთხელ გამოსცადა საყოველთაოდ ცნობილი ფორმულა, რომ თუკი არ იქნება უსაფრთხოება - არ იქნება მშვიდობა. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ამ ფორმულამ უსაფრთხოების ქოლგა შექმნას მთელი კონტინენტის მასშტაბით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიწვეულია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც კიდევ ერთხელ ელის მხარდაჭერის განმტკიცებას. დღეს არაერთხელ ითქვა ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას კარგად ახსოვს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული რუსული აგრესია, რომლის გაგრძელებასაც მსოფლიო დღეს უკრაინაში ხედავს. სოფო ბერიძე იმყოფება მადრიდში, სადაც ასამბლეის მონაწილეებს თავად ესაუბრა და უფრო დეტალურად მოისმინა, როგორ მოიაზრებს უსაფრთოების ალიანსი საქართველოს პერსპექტივას.
