სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ორგანიზებით, ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მესამე ფაზის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ევრო კავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის შედეგები განიხილეს. ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
