ხეების სანიტარული ჭრა და გამოტანის სამუშაოები
სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ბაკურიანის სატყეო უაბნზე, მავნებლით დაზიანებული ფართობიდან ხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრების და გამოტანის სამუშაოები მიმდინარეობს. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მავნებელი მწერის მბეჭდავი ქერქი ჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სამცხე ჯავახეთის რეგიონში სამი ათასამდე ფერო მონიანი მწერ მჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება.
