საბრძოლო მომზადება
თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მასპინძლობდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხ დღიანი ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გაიარეს. დაბა კრწანისში, სამხედრო ბაზაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალებში მსგავსი შეკრებების ტრადიცია დამკვიდრდება და სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ.
