მაკა ბოჭორიშვილმა სტუდენტებს უმასპინძლა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ევროპის დღის“ კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულ სტუდენტებს უმასპინძლა. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ევრო კავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებსა და საქართველოსთვის ევრო კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევრო პარლამენტის მოდელირებულ დებატებში, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადე ნაუერის ფონდის თანამშრომლობით გაიმართა. მონაწილე სტუდენტებიდან 8 გამარჯვებული ახალგაზრდა „კონრად ადე ნაუერის ფონდის“ მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში, ევრო კავშირის ინსტიტუტებში იმყოფებოდა.
