საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების 30 წლის იუბილე
საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნა ბაქოში. დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და სტარტეგიულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში და სამომავლო პერსპექტივებს. ითქვა ისიც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აქტიურად თანამშრომლობენ. ღონისძიების ბოლოს სპეციალურად ამ დღისთვის ბაქოში ჩასულმა ასამბლმა "ერისიონმა" სტუმრებს ქართული ტრადიციული ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზა.
