მკვლელობა შილდაში
კახეთში ნათესავებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის მამაკაცმა 25 წლის გიგა არჯევნიშვილს ყელის არეში ცივი იარაღით სასკვდილო ჭრილობები მიაყენა. ის ადგილზე გაირდაიცვალა. დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც, 37 წლის მამაკაცს, რომელიც მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
