რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი
რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ, 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა, სოციალური პროგრამების ჩაგდებით დაიწყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების შინ მოვლის და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების დახმარების პროგრამები, ნაციონალური მოძრაობის და პარტია ,,საქართველოსთვის" წარმომადგენლებისთვის ერთხმად მიუღებელი აღმოჩნდა. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, განხილვაზე რუსთავის მერმა მოადგილეებთან ერთად წარადგინა. 87 მილიონი ლარით განსაზღვრული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის მერიამ საკრებულოს 14 ნოემბერს წარუდგინა.
