პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე
მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68 სესია მიმდინარეობს. დღეს დაგეგმილია პოლიტიკური კომიტეტის სხდომა. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. ქართველ კანონმდებლებს პარალელურად დაგეგმილი აქვთ ორ მხივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან. საქართველოს პარლამენტის წევრებმა უკვე გამართეს პირველი აუდიენცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან. დეტალებით, სოფო ბერიძე გვიერთდება მადრიდიდან პირდაპირ ეთერში.
