უელსი VS საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტებს უელსელებთან შეხვედრით დაასრულებს. უელსისა და საქართველოს გუნდები ბოლო ხუთ წელიწადში სამჯერ შეხვდნენ და ყველა შემთხვევაში მეტოქემ გაიმარჯვა. რაგბის კავშირის ორგანიზებით დედაენის ბაღში ქომაგებს თამაშის ყურება დიდ მონიტორზე შეეძლებათ. შეხვედრა დღეს 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
